top of page

ჩვენ შესახებ

ადამიანური კაპიტალი და სამართლებრივი მხარდაჭერა ბიზნესის სტაბილურობის საფუძველია.

მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს ხშირად არ აქვთ რესურსი პროფესიონალების დასაქირავებლად,  რის გამოც მენეჯმენტი იძულებულია თავად შეითავსოს ფუნქციები. ეს კი ნიშნავს დროის დაკარგვას და ბიზნესის ზრდის შენელებას — პრობლემას, რომელსაც ექსპერტული მხარდაჭერა მარტივად აგვარებს.

Match UP Consulting შექმნილია იმისთვის, რომ თქვენი რესურსები მიმართოთ სწორ მხარეს. გთავაზობთ სრულ HR და იურიდიულ მხარდაჭერას — დამწყები სპეციალისტის შესაბამისი, ანუ ხელმისაწვდომი ბიუჯეტით,  თუმცა მრავალწლიანი გამოცდილებით.

ჩვენი გუნდი 

ჩვენი გუნდი HR და იურიდიულ მიმართულებებს სრულად მოიცავს.
ზუსტად 1 წლის წინ, 1 სივრცეში აღმოვაჩინეთ შესაბამისობები, სხვადასხვა მიმართულების წარმატებულმა წარმომადგენლებმა და გადავწყვიტეთ, რომ 1 კომპანიაში გაგვეერთიანებინა ჩვენი ცოდნა და გამოცდილება.
სწორედ ასე შეიქმნა Match UP Consulting და უკვე ერთი წელია ერთობლივი ძალებით ვცდილობთ გავუმკლავდეთ ბაზრის გამოწვევებს. 

რისი გვჯერა​

გვჯერა, რომ ნებისმიერ კომპანიაში მთავარი ადამიანური კაპიტალია და თუ ეს კაპიტალი სწორად არის მიმართული, კომპანიის წარმატება გარდაუვალია.

ჩვენი მიზანი​

ჩვენი მიზანია, თქვენს კომპანიას დავეხმაროთ მზად იყოს ნებისმიერი გამოწვევისთვის, იქნება ეს ადამიანური კაპიტალის თუ სამართლებრივი მიმართულებით.

ალბათ ჩვენი მისიაც დაგაინტერესებთ​

ჩვენ მხოლოდ იმ ადამიანებს ვეძებთ, რომლებიც საკუთარ საქმეზე შეყვარებულები არიან და მზად არიან მთელი სულითა და გულით აკეთონ ის, რაც აირჩიეს.

ფასეულობებზეც მოგიყვებით ​

კეთილსინდისიერება: ვმუშაობთ გამჭვირვალედ, ვასრულებთ აღებულ ვალდებულებებს და ვქმნით ნდობაზე დაფუძნებულ გრძელვადიან ურთიერთობებს.

სიმარტივე: ვამარტივებთ HR და სამართლებრივ პროცესებს, რათა კომპანიამ შეძლოს ფოკუსირება მთავარზე – განვითარებასა და სტაბილურ ზრდაზე.

ხელმისაწვდომობა: უზრუნველვყოფთ სანდო ექსპერტიზასა და პროფესიონალურ დახმარებას ოპტიმალური დანახარჯით, რათა ხარისხიანი მხარდაჭერა ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს.

ჩვენი ხედვაც სწორედ ამ ღირებულებებს პასუხობს…

გვსურს მომავალი, სადაც მცირე და საშუალო ბიზნესებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ შესაბამისი პროფესიონალური HR და იურიდიული მხარდაჭერა ნაკლები რესურსით, ოპტიმალური დანახარჯითა და მაქსიმალური სარგებელით.

6.png
17.png
10.png
14.png
13.png
16.png

ჩვენი პარტნიორი კომპანიები

bw.png
11.png
bottom of page